კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნება

მთიანი რელიეფისა და მრავალფეროვანი ბუნებრივი ჰაბიტატების გამო, საქართველოს ბუნებრივი გარემო, ისევე როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, უკვე არის და სამომავლოდ უფრო ინტენსიურად მოექცევა კლიმატის ცვლილების ზეგავლენის ქვეშ. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებული იქნება კლიმატური ზონების ვერტიკალურ წანაცვლებასთან. ამიტომ აუცილებელია, საქართველოს ეკოსისტემებსა და სახეობათა პოპულაციებზე კლიმატის ცვლილების გავლენის შესწავლა და სათანადო რეაგირების გზებზე მსჯელობა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბუნებრივი ეკოსისტემების ნახშირბადის დაგროვების პოტენციალის განსაზღვრა, განსაკუთრებით ბუნებრივი ტყის გაშენების პროცესებთან მიმართებაში.

ჩვენი ძალისხმევა ეფუძნება შემდეგ პრიორიტეტებს: 

  • კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შეფასება სახეობებსა და ჰაბიტატებზე, განსაკუთრებით (ა) ტყის ხანძრებსა და პათოგენებთან მიმართებაში, (ბ) ხემცენარეთა სახეობების ვერტიკალური განაწილების და (გ) ტყისა და საძოვრების საზღვრების შეცვლის კუთხით;
  • კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასება საქართველოს დაცულ ტერიტორიებსა და ზურმუხტის ქსელზე, ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად;
  • საქართველოს ბუნებრივი ეკოსისტემების (ტყე, საძოვრები და წყალჭარბი ტერიტორიები) ნახშირბადის დაგროვების პოტენციალის ანალიზი.

 

This website uses cookies to enhance your experience and to help you to use the site. By clicking "Accept Cookies", you consent to our use of cookies on this website. You can, however, change your cookie settings at any time, including by choosing not to allow some types of cookies. To learn more, please see our Cookies Policy. Cookies Policy
Copyright © NACRES, 2023