
ჩვენ გვწამს, რომ გრძელვადიანი და წარმატებული ბუნების დაცვის მისაღწევად აუცილებელია დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას, რათა მათ გააცნობიერონ და სრულად გაიზრონ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობა და უკვე თავად იზრუნონ იმ გარემოზე, რომელშიც ცხოვრობენ და რომელზეც ხშირად უშუალოდაა დამოკიდებული მათი კეთილდღეობა. პარალელურად, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ბუნების კონსერვაციის სარგებელი და გავაცოცხლოთ ადამიანსა და ბუნებას შორის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის ყველა შემორჩენილი ტრადიცია. დაცული ტერიტორიების ირგვლივ მცხოვრებმა ადგილობრივმა თემებმა თავი უნდა იგრძნონ პრივილეგირებულად და არა შეზღუდულად რესურსებზე ხელმისაწვდომობის კანონიერი შეზღუდვების გამო და სრულად უნდა იყვნენ ჩართული ადგილზე გადაწყვეტილების მიღებისა და დაცული ტერიტორიების მართვის პროცესებში.
ნაკრესის ყველა პროექტი სრულად ან ნაწილობრივ ეხება შემდეგ პრიორიტეტებს: