ადამიანსა და ველურ ბუნებას შორის კონფლიქტის შესწავლა და შერბილება

ადამიანსა და ველურ ბუნებას შორის კონფლიქტი ბუნების დაცვის ერთ-ერთი გამოწვევაა. ხშირად იგი საზოგადოების მიერ ველური ბუნების აღქმას განსაზღვრავს და იწვევს უკიდურესად ნეგატიურ დამოკიდებულებას არა მხოლოდ ამ კონფლიქტის „მხარე“ სახეობების, არამედ ზოგადად ბუნების დაცვის, მათ შორის დაცული ტერიტორიების მიმართაც.

ადამიანსა და ველურ ბუნებას შორის კონფლიქტი მწვავე პრობლემაა მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა არსებობს განსხვავებები რეგიონების მიხედვით, რაც მასში ჩართული სახეობებისა და ასევე ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეგავლენის კუთხით გამოიხატება. ნაკრესის ადამიანსა და ველურ ბუნებას შორის კონფლიქტის მოგვარების პროგრამა მიზნად ისახავს შეისწავლოს ამ კონფლიქტის თავისებურება და ძირეული მიზეზები, რომელიც ხელს უწყობს სათანადო შემარბილებელი და პრევენციული ღონისძიებების დანერგვას, მათ შორის საპილოტე პროგრამებისა და ახალი მეთოდების ტესტირების მეშვეობით, განსაკუთრებით დაცულ ტერიტორიებსა და მასთან არსებულ დასახლებებებში.

ნაკრესის ადამიანსა და ველურ ბუნებას შორის კონფლიქტის მოგვარების პროგრამის პრიორიტეტებია:

  • ადგილობრივ და ეროვნულ მთავრობებთან მუშაობა, რომ შეიქმნას ადამიანსა და ველურ ბუნებას შორის კონფლიქტზე რეაგირების მექანიზმები, რათა უზრუნველყოფილი იყოს დროული და ეფექტური რეაგირება ყველა ინციდენტზე ქვეყნის ნებისმიერ წერტილში;
  • ადამიანსა და ველურ ბუნებას შორის კონფლიქტის შერბილება დაცულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ, მათ შორის, კომპენსაციის სიტემების დანერგვით, როგორიცაა დაზღვევა, კერძო საკომპენსაციო ფონდები და ა.შ. და პრევენციის მეთოდების პოპულარიზაციით, როგორიცაა ელექტროღობეები, ნაგაზები და ა.შ.;
  • ადამიანსა და მტაცებელს შორის კონფლიქტის და ასევე მესაქონლეთა დამოკიდებულების მონიტორინგი საძოვრებზე;
  • ადამიანსა და ველურ ბუნებას შორის კოფლიქტის ძირეული მიზეზების შესწავლა ბუნებაში ეკოლოგიური ბალანსის შეფასების გზით (მაგ. მტაცებლებისა და მტაცებლების პოპულაციებს შორის თანაფარდობა), ადგილობრივი მეცხოველეობის პრაქტიკის ანალიზი, პირუტყვის მეთვალყურეობისა და მტაცებლებისგან დაცვის მეთოდების შეფასება და სხვ.

 

This website uses cookies to enhance your experience and to help you to use the site. By clicking "Accept Cookies", you consent to our use of cookies on this website. You can, however, change your cookie settings at any time, including by choosing not to allow some types of cookies. To learn more, please see our Cookies Policy. Cookies Policy
Copyright © NACRES, 2023