გარემოს დაცვის პოლიტიკა და კანონმდებლობა

ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მონაწილეობა მივიღოთ და გავლენა მოვახდინოთ ეროვნულ გარემოსდაცვით პოლიტიკაზე მეცნიერულად დადასტურებული საინფორმაციო ბაზის შექმნის და შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან თანამშრომლობის გზით. 1996 წელს ნაკრესმა, პირველად საქართველოში, განახორციელა ბიომრავალფეროვნების ეროვნული კვლევა (Biodiversity Country Study), რაც იყო პირველი ეროვნული ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავების საწინდარი. მოგვიანებით კი ჩვენ ვიყავით ყველა მომდევნო ეროვნული ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის თანაავტორები.

ჩვენი ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული მთავრობის მიერ ინიცირებული ყველა გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემუშავებაში. იმ შემთხვევაში თუ უშუალოდ არ ვმონაწილეობთ მათ მომზადებაში, ჩვენი გუნდი გულდასმით განიხილავს დოკუმენტების პროექტებს და წარადგენს კომენტარებსა და ცვლილებებს, როგორც ეს მიზანშეწონილია ან სხვაგვარად უზრუნველყოფს ექსპერტიზას და პროფესიონალურ დახმარებას.

 

This website uses cookies to enhance your experience and to help you to use the site. By clicking "Accept Cookies", you consent to our use of cookies on this website. You can, however, change your cookie settings at any time, including by choosing not to allow some types of cookies. To learn more, please see our Cookies Policy. Cookies Policy
Copyright © NACRES, 2023