ტყვე დათვების დახმარება

ნაკრესი ბუნებისდაცვითი ორგანიზაციაა და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ველური გარემოსა და სახეობათა ველური პოპულაციების კონსერვაციაა. თუმცა ჩვენი ორგანიზაცია ასევე ჩართულია ცხოველთა კეთილდღეობის საკითხებში, მაშინ, როცა ეს უკავშირდება ცხოველთა ველური პოპულაციების დაცვას. საქართველოში ერთ-ერთი ასეთი საკითხია ბუნებაში დათვების უკანონო დაჭერა და დატყვევება. ნაკრესმა ჩაატარა მთელი რიგი შეფასებები ქვეყნის მასშტაბით, რათა აღერიცხა ყველა დატყვევებული დათვი ქვეყნის მასშტაბით და დახმარებოდა შესაბამის უწყებებს ამ პრობლემის მოგვარებაში. ამჟამად ექსპერტიზის, ასევე მენეჯმენტისა და ლოგისტიკური დახმარების მიწოდებით, ჩვენ შეძლებისდაგვარად მხარს ვუჭერთ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებისა და აქტივისტების ყველა ძალისხმევას, რომელიც ცხოველთა უფლებების დაცვის მაღალი სტადარტითა და სამეცნიერო საფუძვლებზე დაყრდნობით ცდილობს გადაჭრას დატყვევებული დათვების საკითხი საქართველოში.

This website uses cookies to enhance your experience and to help you to use the site. By clicking "Accept Cookies", you consent to our use of cookies on this website. You can, however, change your cookie settings at any time, including by choosing not to allow some types of cookies. To learn more, please see our Cookies Policy. Cookies Policy
Copyright © NACRES, 2023