საქართველოს დაცული ტერიტორიების გაძლიერების ხელშეწყობა

ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებას და მისი ეფექტურობის გაზრდას საექსპერტო მომსახურებითა თუ სხვა საჭიროებების უზრუნველყოფით. ასევე ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ დაცული ტერიტორიების მართვის ფორმების დივერსიფიკაციას და დაცული ტერიტორიების საერთო ფართობის ზრდას ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებისა და არსებულთა გაფართოების გზით.

დაცული ტერიტორიების დახმარების მიმართულებით ჩვენი პრიორიტეტებია:

  • საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის გეგმებისა და სხვა სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება ან მათ განახლებაში აქტიური მონაწილეობა;
  • საქართველოს დაცული ტერიტორიების შესაძლებლობების ამაღლება რეინჯერების, რესურსების მართვის სპეციალისტებისა და სხვა პერსონალის ტრენინგებით;
  • დაცული ტერიტორიების მმართველობის ისეთი ფორმების პოპულარიზაცია, როგორიცაა: კერძო დაცული ტერიტორია, კერძო მართვაში არსებული დაცული ტერიტორია, სათემო დაცული ტერიტორია;
  • დაცული ტერიტორიების და, ზოგადად, ბუნების კონსერვაციის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულების გაუმჯობესება, ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობის გზით.

 

This website uses cookies to enhance your experience and to help you to use the site. By clicking "Accept Cookies", you consent to our use of cookies on this website. You can, however, change your cookie settings at any time, including by choosing not to allow some types of cookies. To learn more, please see our Cookies Policy. Cookies Policy
Copyright © NACRES, 2023