საქართველოს ზურმუხტის ქსელის მხარდაჭერა

ზურმუხტის ქსელი არის პან-ევროპული ეკოლოგიური ქსელი, რომელიც ემსახურება ევროპის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. ეს არის ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების შესახებ კონვენციის (ბერნი, 1979), ანუ ე.წ. ბერნის კონვენციის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. საქართველო ამ კონვენციის მხარე 2009 წელს გახდა. ზურმუხტის ქსელი შედგება ე.წ. ზურმუხტის ტერიტორიებისგან, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ტიპის ეკოსისტემას, მათ შორის ტყეებს, ტბებს, მდინარეებს, მდელოებს, გამოქვაბულებს და ა.შ.

ევროპის საბჭოსთან და შესაბამის ეროვნულ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ნაკრესი უძღვებოდა საქართველოში ზურმუხტის ქსელის დაარსების საექპერტო-ტექნიკურ სამუშაოებს, რომელიც მოიცავდა ეროვნული ექსპერტების მობილიზებას, სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას. ეს ფაზა გულისხმობდა პოტენციური ზურმუხტის ტერიტორიების გამოვლენას და რუკებისა და სათანადო მონაცემთა ბაზების შედგენას.

ქვეყნის მიერ ზურმუხტის ქსელის ოფიციალურად დაარსების შემდეგ, ჩვენი პრიორიტებია:

  • საქართველოს ზურმუხტის ქსელის გაფართოების ხელშეწყობა და ბერნის კონვენციით დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების უმრავლესობისთვის გრძელვადიანი კონსერვაციის უზრუნველყოფა;
  • ზურმუხტის ტერიტორიების ეფექტური მართვის ინსტრუმენტების დანერგვა;
  • განვითარების სექტორებში ზურმუხტის ქსელის პრინციპების ინტეგრაციის ხელშეწყობა.

 

This website uses cookies to enhance your experience and to help you to use the site. By clicking "Accept Cookies", you consent to our use of cookies on this website. You can, however, change your cookie settings at any time, including by choosing not to allow some types of cookies. To learn more, please see our Cookies Policy. Cookies Policy
Copyright © NACRES, 2023