ბუნებრივი სათიბ-საძოვრების მდგრადი მართვის ხელშეწყობა

შესაბამის სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული ბუნებრივი სათიბ-საძოვრების მდგრადი მართვის დანერგვის საქმეში, კონკრეტული დაცული ტერიტორიებისთვის საძოვრების მართვის გეგმების შემუშავებითა და ბალახოვანი ეკოსისტემების მდგრადი გამოყენების საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზაციის გზით. კვლევების განხორციელებითა და ადგილობრივ თემებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ვმუშაობდით ტრადიციული ძოვების, როგორც მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ფაქტორის აღიარების მიმართულებით ბალახოვანი თანასაზოგადოებების სიჯანსაღისა და ჰაბიტატის ჰეტეროგენურობის შესანარჩუნებლად (განსაკუთრებით, მსხვილი ველური ბალახისმჭამელი ცხოველების არარსებობის შემთხვევაში).

ბუნებრივი სათიბ-საძოვრების მდგრადი მართვისა და კონსერვაციის მიმართულებით, ნაკრესის პრიორიტეტებია:

  • საძოვრების მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა ეროვნულ დონეზე;
  • ბალახოვანი ეკოსისტემების მდგრადი მართვისა და მენეჯმენტის რეკომენდაციების შემუშავება;
  • საძოვრების მართვის გეგმების შემუშავება ან განახლება.

 

This website uses cookies to enhance your experience and to help you to use the site. By clicking "Accept Cookies", you consent to our use of cookies on this website. You can, however, change your cookie settings at any time, including by choosing not to allow some types of cookies. To learn more, please see our Cookies Policy. Cookies Policy
Copyright © NACRES, 2023