პროექტები

ეკოსოფლის კონცეფცია დიდი სახვლარისთვის

დიდი სახვლარი ერთადერთი დასახლებული ადგილია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. აქ ადგილობრივი მოსახლეობა ერთი მხრივ, დამოკიდებულია დაცული ტერიტორიების რესურსებზე, მეორე მხრივ მუდმივად ცხოვრობს ველურ ბუნებასთან კონფლიქტის პირობებში, რაგდან მწვავედ დგას ადამიანსა და მტაცებლებს შორის კონფლიქტი.

პროექტი ,,გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება ეკო სოფლის კონცეფციის შემუშავებით და ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანიებით სოფელ სახვლარში”, რომელიც საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით მიმდინარეობს, მიზანად ისახავს ამ უჩვეულო დასახლებსთვის ეკოსოფლის კონცეფციის შემუშავებას და ადგილობრივი თემთან მუშაობას, რათა ამაღლდეს მათი ბუნებისდაცვითი ცნობიერება და ასევე შეძლონ ეკოტურიზმსა და ბუნების კონსერვაციაში უშუალოპდ ჩართვა.

ვფიქრობთ, დიდი სახვლარის „ეკოსოფლად“ განვითარების შედეგად მეტი ვიზიტორი დაინტერესდება აქ მოგზაურობით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ალტერნატიული შემოსავლის წყაროს გაჩენას. თავის მხრივ, ამას დადებითი ეფექტი ექნება პარკზეც, რადგან შემცირდება ადამიანის გავლენა ბუნებრივ რესურსებზე და გაიზრდება მათი ჩართულობა ბუნების კონსერვაციაში.

 

ფაქტები

პროექტის სტატუსი: მიმდინარე

პროექტის ლოკაცია: სოფ. სახვლარი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკი.

პროექტის კოორდინატორი / გუნდი: ნათია მულაძე, შოთა გოლუბიანი.

დონორები/პარტნიორები: საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის პროექტი: „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდი.

 

This website uses cookies to enhance your experience and to help you to use the site. By clicking "Accept Cookies", you consent to our use of cookies on this website. You can, however, change your cookie settings at any time, including by choosing not to allow some types of cookies. To learn more, please see our Cookies Policy. Cookies Policy
Copyright © NACRES, 2023