
ნაკრესის სათემო რეინჯერთა პროგრამა ორიენტირებულია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის წახალისებაზეა. პროგრამის ფარგლებში ხდება მოხალისეთა შერჩევა ადგილბრივი, მოცემული დაცული ტერიტორიის მახლობლად მცხოვრები, თემებიდან, რომელთაც უტარდებათ ველური ბუნების მონიტორინგის მოკლე ტრენინგი. სათანადო მომზადებისა და პრაქტიკის გავლის შემდეგ სათემო რეინჯერები მზად არიან, უშუალოდ ჩაერთონ საველე სამუშაოებში დაცულ ტერიტორიებზე. ნაკრესის თანამშრომლების ხელმძღვანელობით ისინი ამონტაჟებენ და მონიტორინგს უწევენ ფოტოხაფანგებს, ახორციელებენ ველური ცხოველების კვალზე მიყოლას და რუკაზე ინიშნავენ კვალის ადგილმდებარეობას, ასევე მუშაობენ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან.
ამ პროგრამის მთავარი მიზანია გააუმჯობესოს ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნა დაცული ტერიტორიებისა და მათში არსებული ველური ბუნების შესახებ, რადგან თემის ჩართულობა დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის ერთ-ერთი საწინდარია. სათემო რეინჯერები თავიანთ სამეზობლოებსა და დასახლებებში ბუნების დაცვის „ელჩები“ ხდებიან. ისინი ავრცელებენ ინფორმაციას, უხსნიან მოსახლეობას ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობასა და პირდაპირი სარგებელი შესახებ.

„ახალწვეულების“ ტრენინგი რამდენიმე დღეს გრძელდება და მოიცავს ცხოველთა კვალის იდენტიფიკაციას, ფოტო ხაფანგის დამონტაჟებას, GPS-ის გამოყენებას და რუკის კითხვას. ტრეინინგი ასევე მოიცავს საგანმანათლებლო და საინფორმაციო კომპონენტს, რომელიც ფოკუსირებულია ბუნების დაცვით საკითხებზე როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
პროგრამა 2020 წელს დაიწყო და მას შემდეგ 43 სათემო რეინჯერი მოამზადა. პირველი ნაკადი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მომზადდა; მას შემდეგ პროგრამა წარმატებით მუშაობდა ერუშეთის ეროვნულ პარკში, ჯავახეთისა და აჭარის დაცულ ტერიტორიებზე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ბორჯომთან“ თანამშრომლობით.
2023 წელს სათემო რეინჯერთა უკვე მეოთხე ნაკადი გვყავს. მთავარი აქცენტი თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკებზეა, სადაც ჩვენი სათემო რეინჯერები განსაკუთრებული მისიით მუშაობენ − ისინი ნაკრესის საველე გუნდს ეხმარებიან კავკასიური ლეოპარდის ძიებასა და მონიტორინგში.

პროექტის სტატუსი: მიმდინარე
პროექტის ლოკაცია: ჯავახეთის, აჭარის დაცულ ტერიტორიები, ბორჯომ-ხარაგაულის, ერუშეთის, თუშეთის და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკები.
პროექტის კოორდინატორი / გუნდი: ნათია მულაძე
დონორები/პარტნიორები: ევროპის ფონდი, ა.შ.შ. -ს საელჩო საქაღტველოში, კავკასიის ბუნების ფონდი.