პროექტები

ადამიანი-მტაცებლის კონფლიქტი

ადამიანსა და მტაცებლებს შორის კონფლიქტი საკმაოდ ხშირია მთელს საქართველოში, თუმცა ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დაცულ ტერიტორიებზე და მათ სიახლოვეს დგას.

სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობის ნეგატიური განწყობები უმეტესად მხოლოდ მტაცებლებით არ შემოიფარგლება და მთლიანად ბუნების დაცვაზე ვრცელდება და მეტად უარყოფითად აისახება დაცული ტერიტორიების ზოგად ეფექტურობაზე, რადგან დაცული ტერიტორიები აღიქმება, როგორც ადგილები, სადაც მგლებს და დათვებს „ამრავლებენ“.

ჩვენი პროექტის მიზანია ადამიანი-მტაცებლის კონფლიქტის შერბილება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ადგილობრივი თემის აქტიური ჩართვისა და ინოვაციური სადაზღვევო/საკომპენსაციო მექანიზმების დანერგვის გზით.

ამ ეტაპისთვის განხორციელდა ადამიანი-მტაცებლის კონფლიქტის კვლევა და ანალიზი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და მის მიმდებარედ; შეირჩა შინაური პირუტყვის დაცვის ყველაზე ხარჯეფექტური საშუალებები, როგორიცაა ელექტრო ღობე და ციმციმა (ე.წ. Foxlights), რომლებიც განთავსდა შერჩეულ ლოკაციებზე.

შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა სადაზღვევო/საკომპენსაციო სქემა, რომლის განხილვაც ამჟამად მიმდინარეობს დაინტერესებულ მხარეებთან. პარალელურად შეფასდება მტაცებელი ცხოველების მიერ მიყენებული ზარალი და ვიმედოვნებთ, რომ სადაზღვეო/საკომპენსაციო სისტემაც, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართულები ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, უახლოეს ხანებში ამოქმედდება.

მოსალოდნელი შედეგები:

1. კონფლიქტთან დაკავშირებული საბაზისო ინფორმაცია, მონაცემთა ბაზის და კონფლიქტის მონიტორინგის სისტემის შექმნა;

2. სანიმუშო ადგილებზე მტაცებლის თავდასხმისგან პირუტყვის დაცვის ეფექტური საშუალებების დანერგვა;

3. გამჭვირვალობის და სანდოობის მაღალი სტანდარტის დაცვით თავდასხმებით მიყენებული ზარალის კომპენსაციის მექანიზმების შემუშავება, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართულები ადგილობრივი თემის წარმომადგენლები.

 

ფაქტები

პროექტის სტატუსი: მიმდინარე

პროექტის ლოკაცია: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

პროექტის კოორდინატორი / გუნდი: ნათია მულაძე

დონორები/პარტნიორები: UND/GEF-ის მცირე გრანტების პროგრამა

 

This website uses cookies to enhance your experience and to help you to use the site. By clicking "Accept Cookies", you consent to our use of cookies on this website. You can, however, change your cookie settings at any time, including by choosing not to allow some types of cookies. To learn more, please see our Cookies Policy. Cookies Policy
Copyright © NACRES, 2023