
სალომე აბულაძე ერთ-ერთი მოხალისე მეხანძრეა ბორჯომიდან. იგი მოხალისე მეხანძრეების გუნდის წევრი გახდა პროექტის ფარგლებში ,,ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძრის რისკის შესამცირებლად ადგილობრივი თემის შესაძლებლობების გაძლიერება“, რომელიც განხორციელდა 2018-2019 წლებში ნაკრესის და სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის თანამშრომლობით და პოლონეთის სოლიდარობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. 2020-2021 წლებში პროგრამა გაგრძელდა USAID - ის დახმარებით.
მოხალისე მეხანძრეებმა გაიარეს სპეცილური სწავლება და ზოგი მათგანი პოლონეთში სასწავლო ტურშიც მონაწილეობდა. ჯგუფი მუშაობდა ბორჯომის საჯარო სკოლებთან ხანძრის პრევენციის და ხანძრის შემთხვევაში უსაფრთხო ევაკუაციის საკითხებზე. ჩვენი დახმარებით მათ ორი შესანიშნავი მოკლე საგანმანათლებლო ვიდეოც მოამზადეს: შენ შეგიძლია გადაარჩინო! და ნუ გადაწვავ ტყეს!
აი რას ყვება სალომე თვასი გამოცდილების შესახებ:
“მე ვარ სალომე აბულაძე, მოხალისე მეხანძრე ბორჯომიდან. როდესაც ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცხოვრობ, აცნობიერებ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანძარსაშიში ადგილია საქაერთველოში. ამიტომ ყოველთვის მინდოდა ხანძრების პრევენცისთვის რაღაც გამეკეთებინა.
ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ შემეძლო გავმხდარიყავი მოხალისე მეხანძრე პროექტის ფარგლებში: ,,ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძრის რისკის შესამცირებლად ადგილობრივი თემის შესაძლებლობების გაძლიერება“
პროექტში მონაწილეობა ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო, რადგან ეს ინიციატივა ძალიან საჭირო და დროული იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის, რადგან ასახავდა ყველა იმ გამოწვევს და რისკებს, რაც თან ახლავს ტყის ხანძრებს როგორც ბორჯომში, ასევე მთელ ქვეყანაში.
პროექტის ფარგლებში დავეუფლეთ მნიშვნელოვან ცოდნას და ინფორმაციას ხანძრებთან ბრძოლის შესახებ, გავიზიარეთ საუკეთესო მაგალითები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. ეს ყველაფერი დაგვეხმარა გარკვეული უნარების განვითარებაში, მაგალითად როგორ მოვიქცეთ ბუნებაში, ხანძრის თავიდან აცილებისათვის რა ზომები მივიღოთ, როგორ დავეხმაროთ ადამიანებს ტყის ხანძრების დროს. შდეგად, ჩვენმა მოხალისე მეხანძრეების გუნდმა მიიღო დიდი ცოდნა, გაუმჯობესდა ჩვენი გარემოსდაცვითი ცნობიერება და შეიცვალა ჩვენი მიდგომები. გარდა ამისა გადმოგვეცა მცირე სახანძრო ინვენტარიც.
პროექტის დასრულების შემდეგ მე და ჩემი გუნდის წევრები ვცდილობთ ინფორმაცია გავავრცელოთ ჩვენს თემში, გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება ჩვენ მეგობრებს და კოლეგებს. შედეგად დარწმუნებული ვარ, ჩვენი წვლილი შეგვაქვს ადამიანებისა და ბუნების ხანძრისგან დაცვაში. ახლა ვაცნობიერებ, რომ იყო მოხალისე მეხანძრე არის პატივი, რადგან იცავ იმ საოცარ ბუნებრივი მემკვიდრეობას, რიტაც ასე განებივრებულები ვართ ბორჯომში.
ვამაყობ მოხალისე მეხანძრის სტატუსით და ამ შესაძლებლობისთვის მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ნაკრესის გუნდს.
