ENG 
 
 

სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ნაკრესი“ (NACRES), „საქართველოს მტაცებლების კონსერვაციის“ პროექტის ერთ-ერთი კომპონენტის ფარგლებში, რომლის მიზანია: ადამიანსა და ველურ ბუნებას შორის კონფლიქტის შემცირება, აცხადებს კონკურსს ადამიანსა და მსხვილ მტაცებელ ცხოველებს შორის კონფლიქტის მკვლევრის ასისტენტის თანამდებობაზე.

კვლევის კომპონენტები

ადამიანსა და მსხვილ მტაცებლებს შორის კონფლიქტის კვლევა მოიცავს ორ კომპონენტს:

1. საქართველოს ზამთრის საძოვრებზე (კერძოდ, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფარგლებში და მის მიმდებარედ) ფერმების აღწერა, წვრილფეხა/მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობისა და საქონლის სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზების (მტაცებლები, დაავადებები და სხვ.) აღრიცხვის ჩათვლით. კვლევა განხორციელდება ფერმებში ვიზიტის დროს მესაქონლეების/მეცხვარეების გამოკითხვის (სპეციალური კითხვარების მეშვეობით ჩატარებული ინტერვიუების) საშუალებით.

2. მსხვილი მტაცებლების შესახებ საზოგადოების აზრისა და დამოკიდებულებების აღწერა-შეფასება. კვლევის ეს კომპონენტი საზოგადოების უფრო ფართო ჯგუფებს მოიცავს, ადგილობრივი მოსახლეობის, მონადირეებისა და სკოლის მოსწავლეების ჩათვლით. კვლევა სტანდარტული კითხვარის საშუალებით განხორციელდება.

წინასწარი გათვლებით, კვლევას მთლიანობაში 5-6 კვირა დასჭირდება. ამ ხნის განმავლობაში მკვლევრის ასისტენტს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოუწევს გადაადგილება. ვინაიდან ფერმებს საკმაოდ დიდი ტერიტორია უკავია და ერთმანეთისაგან დაშორებით არის განლაგებული, ადამიანსა და მსხვილ მტაცებელ ცხოველებს შორის კონფლიქტის მკვლევრის ასისტენტს ესაჭიროება ორხიდიანი ტრანსპორტი.

შესაფერისი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • იცნობდეს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიას;
  • ჰქონდეს ანგარიშგების გარკვეული გამოცდილება;
  • ჰქონდეს კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • შეძლოს სამუშაოს შესრულება დაგეგმილ ვადებში;
  • ჰყავდეს შესაფერისი (ორხიდიანი) ტრანსპორტი ფერმებში სასიარულოდ.

სასურველია:

  • კვლევის კუთხით (განსაკუთრებით სოციალური) გარკვეული გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • მესაქონლეობის დარგის შესახებ გარკვეული ცოდნა;
  • ადგილობრივ მოსახლეობასთან და ფერმერებთან მუშაობის გამოცდილება.

კვლევის დაწყებამდე ადამიანსა და მსხვილ მტაცებელ ცხოველებს შორის კონფლიქტის მკვლევრის ასისტენტს ამ დარგის ინგლისელი სპეციალისტის მიერ ჩაუტარდება ტრენინგი კვლევისთვის საჭირო უნარ-ჩვევებში.

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: administrator@nacres.org 2010 წლის 15 თებერვლის ჩათვლით. სატელეფონო კონსულტაციები არ გაიცემა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: აბაშიძის ქ. #12, საფოსტო ყუთი 20, 0179, თბილისი, საქართველო; ტელ: (+995-32) 23 37 06, ფაქსი: (+995-32) 53 71 24
ელ. ფოსტა: public.relations@nacres.org
Copyright © NACRES. All rights reserved.
All photos were taken by members of NACRES staff

Created by WebMix