ტენდერები
ღონისძიებათა მომწყობი (Event Management) ფირმების საყურადღებოდ!
სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“ დაინტერესებული ღონისძიებათა მომწყობი
(Event Management) ფირმებისთვის აცხადებს კონკურსს მოკლევადიანი დაკვეთის
განსახორციელებლად.
შესასრულებელი სამუშაო: 3 სემინარის და 1 კონფერენციის ორგანიზება
სემინარი 1.
მონაწილეთა რაოდენობა: მაქსიმუმ 20 ადამიანი
თარიღი: საორიენტაციოდ
10 დეკემბერი, 2008 წ. (ერთდღიანი ღონისძიება)
ჩატარების ადგილი: თბილისი, საშუალო
კლასის სასტუმრო ან ბიზნეს ცენტრი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში (სადილით და ყავის
შესვენებით)
სემინარი 2.
მონაწილეთა რაოდენობა: მაქსიმუმ 20 ადამიანი
თარიღი: საორიენტაციოდ
11 დეკემბერი, 2008 წ. (ერთდღიანი ღონისძიება)
ჩატარების ადგილი: იგივე
სემინარი 3.
მონაწილეთა რაოდენობა: მაქსიმუმ 20 ადამიანი
თარიღი: საორიენტაციოდ
12 დეკემბერი, 2008 წ. (ერთდღიანი ღონისძიება)
ჩატარების ადგილი: იგივე
კონფერენცია მონაწილეთა რაოდენობა: მაქსიმუმ 100 ადამიანი თარიღი: საორიენტაციოდ
18-19 დეკემბერი, 2008 წ. (ორდღიანი ღონისძიება) ჩატარების ადგილი: თბილისი, მაღალი
კლასის სასტუმრო ან ბიზნეს ცენტრი
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა საკონტაქტო პირს (იხ. ქვემოთ) უნდა გამოუგზავნონ
MS Word-ის დოკუმენტში შექმნილი განაცხადი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ
ინფორმაციას:
- ორგანიზაციის დასახელება
- დაფუძნების წელი
- დირექტორის სახელი და გვარი
- ორგანიზაციის ძირითადი მიზანი, როგორც ეს განსაზღვრულია წესდებაში
- სრული საკონტაქტო ინფორმაცია (ელ-ფოსტის მისამართი და ტელეფონი/ფაქსი)
- სერვისის მოწოდებისთვის მოთხოვნილი ბიუჯეტის ჯამი
- ბიუჯეტის და სერვისის დაშლა შემდეგ კატეგორიებად:
- სემინარი 1 (სემნარის ჩატარების თარიღი/ადგილი, მოწოდებული სერვისის მოკლე
აღწერა, მოთხოვნილი თანხა)
- სემინარი 2 ( სემნარის ჩატარების თარიღი/ადგილი, მოწოდებული სერვისის მოკლე
აღწერა, მოთხოვნილი თანხა)
- სემინარი 3 ( სემნარის ჩატარების თარიღი/ადგილი, მოწოდებული სერვისის მოკლე
აღწერა, მოთხოვნილი თანხა)
- კონფერენცია (კონფერენციის ჩატარების თარიღი/ადგილი, მოწოდებული სერვისის
მოკლე აღწერა, მოთხოვნილი თანხა)
განაცხადი არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს და უნდა იყოს შესრულებული შემდეგ
ფორმატში:
- MS Word-ის დოკუმენტი (მიბმული ფაილის სახით), A4 ფორმატი
- ფონტი:
სტანდარტული ქართული (ე.წ. Unicode; ფონტის დასახელება sylfine); ფონტის ზომა: 10;
სტრიქონებს შორის სივრცე: 1 (Single)
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სხვა ფორმატში (განსაკუთრებით სხვა ფონტში)
გამოგზავნილი განაცხადი შესაძლოა შეუთავსებელი აღმოჩნდეს ჩვენი კომპიუტერული
სისტემის პროგრამული უზრუნველყოფისთვის და იგი არ იქნება განხილული. ამიტომ,
დაინტერესებულ ორგანიზაციებს რეკომენდაცია ეძლევათ ზედმიწევნით დაიცვან განაცხადის
ზემოაღწერილი ფორმატი.
გთხოვთ, განაცხადი გამოუგზანოთ: ქ-ნი ნინო კუჭუხიძეს, პროექტის კოორდინატორს
შემდეგი ელ ფოსტის მისამართზე: nino.kutchukhidze@nacres.org
დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა: 25 ნოემბერი 2008 წ.
მნიშვნელოვანი შენიშვნები:
- ოთხივე ღონისძიება მცირებიუჯეტიანია და
სტანდარტული ორგანიზების გარდა არ ითხოვს რაიმე განსაკუთრებულ სერვისს; გარდა ამისა,
სახეობათა კონსერვაციის ცენტრი მხარს უჭერს საქართველოში მცირე ბიზნესის
განვითარებას. ამ მოსაზრებების გამო პრიორიტეტი მიენიჭებათ საქართველოში
რეგისტრირებულ მცირე, ახალდაფუძნებულ და მოქნილ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ
ბიუროკრატიის დაბალი, მაგრამ ეფექტურობის მაღალი ხარისხი.
- სატელეფონო შეკითხვები, დამატებითი დოკუმენტაცია ან ხელით მოტანილი
დოკუმენტაცია არ მიიღება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველ ეტაპზე გასულ
კანდიდატებთან.
დაკვეთა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გარემოს დაცვის
გლობალური ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში (პროექტის
სახელწოდება: “დახმარება ბიომრავალფეროვნების მხრივ არსებულ შესაძლებლობათა
გაზრდისათვის, ბიომრავალფეროვნების რესურს ცენტრის მექანიზმში მონაწილეობა და
ბიომრავალფეროვნების კონვენციის მეორე და მესამე ეროვნული მოხსენების მომზადება”)
|