|
ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვები"
და ფონდი "ნაკრესი" აცხადებს
საგრანტო განაცხადების მიღებას
გარემოსდაცვითი საქმიანობის გრანტების მისაღებად
გარემოსდაცვითი ინვესტირების პროგრამის - "სამხრეთ კავკასიის მილსადენისა და
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მარშრუტის გასწვრივ მოქმედი არასამთავრობო
ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებისათვის მცირე გრანტების პროგრამა II"
- ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების პროექტების
მიერ.
"გადავარჩინოთ ბავშვები" აცხადებს მოთხოვნას საგრანტო განაცხადების წარდგენაზე
გარემოსდაცვითი საქმიანობის გრანტებისათვის. გარემოსდაცვითი საქმიანობის გრანტები
გამიზნულია იმ პროექტებისათვის, რომლებიც მიმართულია ქვემო ქართლისა და
სამცხე-ჯავახეთის რეგიონების სამიზნე რაიონების გარემოსდაცვითი პრობლემების
გადაწყვეტისაკენ. გრანტი გაიცემა ადგილობრივ ა/ო-ებზე კონკურსის საფუძველზე. "გადავარჩინოთ
ბავშვები" თანამშრომლობს თბილისში დაარსებულ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის
ფონდ "ნაკრესთან" და ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ორ რეგიონულ მრჩეველ
კომიტეტთან.
გარემოსდაცვითი საქმიანობის გრანტების სამიზნე რეგიონებია: ქვემო ქართლი და
სამცხე-ჯავახეთი, კერძოდ კი შვიდი რაიონი: გარდაბანი, მარნეული, თეთრი წყარო, წალკა,
ბორჯომი, ახალციხე და ადიგენი
განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2008 წლის 11 აპრილი, პარასკევი, 17:00 სთ.
განაცხადები წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგ მისამართებზე:
თბილისი
"გადავარჩინოთ ბავშვების" ოფისი, რადიანის ქ. N17;
ტელ: 24 45 20/21/28/29;
ელ. ფოსტა: tamuna.topuria@savechildren.ge
საკონტაქტო პირი: თამუნა თოფურია (ამ დოკუმენტების ამობეჭდილი ასლები და დისკეტები
შეგიძლიათ მიიღოთ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე).
ახალციხე
"გადავარჩინოთ ბავშვების" ოფისი, დიდიმამიშვილის ქ. N16;
ტელ: (8 265) 2 07 38; 8-99 51-36-22 (მობილური);
ელ. ფოსტა: tsira@savechildren.ge
საკონტაქტო პირი: ცირა მესხიშვილი
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ
ვებ-გვერდი:
http://www.nacres.org/sgp
|