 |
საველე ცნობარი მომზადდა და
გამოიცა სახეობათა კონსერვაციის ცენტრის (NACRES) მიერ საქართველოს დაცული
ტერიტორიების განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მდგრადი
განვითარების პროექტების სააგენტო გარემოს გლობალური ფონდისა (GEF) და მსოფლიო
ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით. რედაქტორი: ირაკლი შავგულიძე |
|
|
 |
|
 |
|
 |
საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა
გადმოწერა (250KB) |
 |
წიგნი პირველია იმ სერიიდან, რომელსაც ვუწოდეთ
"იცნობდეთ". ჩვენი მიზანია წარმოგიდგინოთ ცხოველის სახეობა ისე, როგორც ის
რეალურად არის, მისი ადგილი ბუნებაში ან, როგორც მეცნიერები ამბობენ
ეკოსისტემაში. მასში თითოეული სახეობის კეთილდღეობა სხვის, თუნდაც მტაცებლის
კეთილდღეობაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ჩვენი ემოციური განწყობისა ნებისმიერი
სახეობის მიმართ, იგი ისეთია, როგორიც ბუნებამ შექმნა და იქ არის სადაც ადგილი
მიუჩინა.
© NACRES
© WWF-Georgia
|
 |
წარმოგიდგენთ მეორე წიგნს სერიიდან "იცნობდეთ",
იგი საქართველოში უკანასკნელ 40 წლის განმავლობაში გადაშენებულ ჯეირანს ანუ
სპარსულ ქურციკს ეძღვნება. ქურციკის ეს სახეობა ამიერკავკასიაში დაახლოებით 800
000 წლის განმავლობაში (შუა პლეისტოცენიდან) ბინადრობს.
წიგნი მათვისაა გათვალისწინებული, ვისაც ასაკის მიუხედავად, ჯერ კიდევ სურს
საკუთარი ქვეყნის ბუნების გადარჩენა
წიგნი ვრცელდება უფასოდ.
თბილისი 2003
© NACRES
ISBN 99940-716-2-9 |
 |
წიგნი მომზადდა და გამოიცა გაეროს
განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი გონდის (GEF)
პროექტის "არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების კონსერვაცია ამიერკავკასიაში"
(1999-2002) ფარგლებში.
წიგნში მოთხრობილია საქართველოს არიდულ ზონაში გავრცელებული მცენარეებისა და
ცხოველების, ასევე მათთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები ან მათი გაჩენის
შესაძლებლობები. იგი განკუთვნილია სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის,
პედაგოგებისთვის, სტუდენტებისა და ბუნების შესახებ ლიტერატურის მოყვარულთათვის.
© NACRES
ISBN 99940-716-0-2
წიგნი ვრცელდება უფასოდ. |
 |
სარკვევში შეტანილია აღმოსავლეთ საქართველოში
გავრცელებულ ფრინველთა სახეობების უმეტესობა.
პუბლიკაციას საფუძვლად დაედო გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და
გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) პროექტის "არიდული და სემიარიდული
ეკოსისტემების კონსერვაცია ამიერკავკასიაში" ფარგლებში მომზადებული "საქართველოს
არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების ფრინველთა სარკვევი" - 2002 წ
© NACRES
ISBN 99940-716-5-3
წიგნი ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და შეგიძლიათ შეიძინოთ სახეობათა
კონსერვაციის ცენტრის ოფისში შემდეგ მისამართზე:
ირ. აბაშიძის 12ა. თბილისი 0179 საქართველო
ტელ: (995 32) 537125
ფაქსი: (99532) 53712
|
 |
წიგნი წარმოადგენს ფრინველთა საველე სარკვევს
132 სახეობით, 310 ილუსტრაციით. წიგნი მომზადდა და გამოიცა გაეროს
განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი გონდის (GEF)
პროექტის "არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების კონსერვაცია ამიერკავკასიაში"
(1999-2002) ფარგლებში.
წიგნი განკუთვნილია ორნითოფაუნით დაინტერესებული საზოგადოებისთვის.
© NACRES
წიგნი ვრცელდება უფასოდ. |
 |
პუბლიკაცია სამეცნიერო-პოპულარული ხასიათისაა,
მისი შინაარსი შეესაბამება რამსარის კონვენციის საინფორმაციო ფურცლის (RIS)
სტრუქტურას, რომლის მიხედვითაც ხდება წყალჭარბი სავარგულების შეტანა
საერტაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი სავარგულების სიაში.
პუბლიკაცია მომზადებულია "ჯავახეთის ტბების კონსერვაციის ხელშეწყობა"
ფარგლებში, პროექტი განხორციელდა ბრითიშ პატროლიუმის ბიომრავალფეროვნების
პროგრამის საშუალებით
© NACRES |
 |
წიგნში განხილულია კონსერვაციული ბიოლოგიის
საგანი და ამოცანები, სახეობათა კონსერვაციული სტატუსი, პოპულაციის
რიცხოვნობისა და დინამიკის საკითხები, ეკოსისტემისა და ცალკეული პოპულაციის
შეფასების კრიტერიუმები და მათზე მოქმედი საფრთხეები. ყოველი თავის შემდეგ
მითითებულია ლიტერატურა და ვებ-გვერდების მისამართები.
წიგნი განკუთვნილია ბიოლოგებისთვის და ამ დარგით დაინტერესებული
მკითხველებისთვის.
წიგნი ვრცელდება უფასოდ.
© NACRES
თბილისი 2002 |