ENG 
 
 

"ნაკრესის" პოზიცია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ნადირობის კვოტების შესახებ

19 იანვარი, 2012 წ.

2012 წლის 10 იანვარს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გამოაქვეყნა სანადირო სახეობების მოპოვების კვოტები 2012 წლისთვის: „ნუტრია – 194 ცალი, კურდღელი – 615 ცალი, მაჩვი, – 168 ცალი, ტყის კვერნა – 157 ცალი, ქვის კვერნა – 157 ცალი, მგელი – 120 ცალი, ტურა – 1453 ცალი, მელა – 162 ცალი, ტყის კატა – 77 ცალი, გარეული ღორი – 189 ცალი, შველი – 417 ცალი, ენოტი – 96 ცალი, ხოხობი – 416 ცალი, კაკაბი – 713 ცალი, დურაჯი – 50 ცალი“.

„ნაკრესის“ აზრით ზემოხსენებული კვოტები მოკლებულია ყოველგვარ სამეცნიერო საფუძველს, რადგან საქართველოში არ ჩატარებულა ამ სახეობების აღრიცხვები და, შესაბამისად, უცნობია მათი რიცხოვნობები; სრულიად გაუგებარია როგორ და რა მეთოდით იქნა გამოთვლილი უცნაური სიზუსტის რაოდენობები (მაგ., გარეული ღორი – 189 ცალი); რთულია რაიმე ლოგიკის დანახვა ამ რიცხვებში - მაგ., ტურაზე დადგენილია მოპოვების ძლიერ მაღალი კვოტა (1453), ენოტზე კი, რომელიც ჩვენი ფაუნის უცხო სახეობას წარმოადგენს - მხოლოდ 96.

არასწორად დადგენილი კვოტა ველური ბუნებისთვის ისევე საზიანოა, როგორც - არალეგალური ნადირობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სანადირო კვოტები არ არის გადანაწილებული რეგიონების მიხედვით. თუმცა მთავრობამ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება, ნადირობა დაუშვას წითელი ნუსხის (ანუ იშვიათ და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ) სახეობებზეც და თუ სანადირო კვოტები ამ შემთხვევაშიც ანალოგიური მიდგომით განისაზღვრება, შედეგი უკვე კატასტროფული იქნება - გარკვეულ სახეობებს სამუდამოდ დავკარგავთ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: აბაშიძის ქ. #12, საფოსტო ყუთი 20, 0179, თბილისი, საქართველო; ტელ: (+995-32) 2 23 37 06, ფაქსი: (+995-32) 2 53 71 24
ელ. ფოსტა: public.relations@nacres.org
Copyright © NACRES. All rights reserved.
All photos were taken by members of NACRES staff

Created by WebMix