მაჩვზღარბა - პირველი კადრები საქართველოში
90-იან წლებამდე საქართველოში მაჩვზღარბის არსებობის შესახებ არავითარი ცნობები
არ არსებობდა. ითვლებოდა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ეს ცხოველი არ ბინადრობდა. ივრის
ზეგანზე “ნაკრესის“ მიერ 1999-2000 წლებში ჩატარებულმა კვლევებმა პირველად
დააფიქსირა ამ ცხოველის არსებობის კვალი (თათის ანაბეჭდი, ეკლები და ექსკრემენტი).
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე მუშაობის დროს მაჩვზღარბის კვალს
რამდენჯერმე წავაწყდით, თუმცა თვითონ ცხოველი არასოდეს გვინახავს (მაჩვზღარბა
ძირითადად ღამით არის აქტიური და უმთავრესად მიუვალ ადგილებში სახლობს). წელს
ზაფხულში პირველად დავაყენეთ ციფრული ფოტოხაფანგი ალაზნის ჭალაში. ორი თვის
განმავლობაში ბილიკის მონიტორინგის შედეგად აპარატმა მაჩვზღარბის ზრდასრული
ინდივიდი დააფიქსირა. ეს არის პირველი დოკუმენტური მასალა, რომელიც კიდევ ერთხელ
ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე მაჩვზღარბის არსებობას.
|