ლეოპარდი
ვაშლოვანის
ეროვნულ
პარკში
ერთი
წლის
მონიტორინგის
შედეგები
დონორი: ფონდი Alertis
(ჰოლანდია)
პროექტის განხორციელების პერიოდი:
2005
გასულ
წელს ჩვენ
ჰოლანდიური
ფონდის -
მხარდაჭერით
ვაშლოვანის
ეროვნული
პარკის
ტერიტორიაზე
ლეოპარდის
მონიტორინგს
ვახორციელებდით.
მონიტორინგი
ფოტოხაფანგებისა
და კვალზე
მიყოლის
საშუალებით
ხორციელდებოდა.
ჩვენს
მიერ
დამონტაჟებულმა
ფოტოხაფანგებმა
ლეოპარდი
ოთხჯერ
აღბეჭდა
ფოტოფირზე.
აქედან სამი
სურათი
გაზაფხულზეა
გადაღებული,
მეოთხე - ზამთრის
დასაწყისში.
ფირებზე
აღბეჭდილი
ლეოპარდის
სხეულზე
ხალების
ნახატის
შედარების
საფუძველზე
გაირკვა, რომ
ფოტოხაფანგების
მიერ გადაღებული
ოთხივე ფოტო
ერთსა და
იმავე ინდივიდს
ეკუთვნის.
მოგეხსენებათ,
ლეოპარდის ხალები
მოყვანილობით,
რაოდენობითა
და
განლაგებით ცხოველს
მთელი
სიცოცხლის
განმავლობაში
უცვლელი
რჩება.
ეს
ინდივიდი
ჩვენთვის
კარგად
ცნობილი ნოეა.
ნოეა სწორედ
ჩვენ
შევარქვით
ლეოპარდს,
რომლის
კვალსაც 2003
წელს
ვაშლოვანის
ეროვნული
პარკის
ტერიტორიაზე
მივაკვლიეთ.
საბედნიეროდ,
ნოე ჯერ კიდევ
ვაშლოვანის
ეროვნული
პარკის
ტერიტორიაზე
ბინადრობს. ლეოპარდის
საერთო
ფიზიკურ
მდგომარეობაზე
დაკვირვება
გვიჩვენებს,
რომ ნოე
შესანიშნავ
ფორმაშია და
არც საკვების
ნაკლებობას
განიცდის. სურათები
ძირითადად
ღამეა
გადაღებული,
ეს ნიშნავს,
რომ ლეოპარდი
ღამითაა
აქტიური. ის
ფაქტი, რომ ლეოპარდის
ფოტოები
მხოლოდ გაზაფხულსა
და ზამთარშია
გადაღებული
და დახლოებით
7 თვის
განმავლობაში
ფოტოხაფანგებს
ნოე არ
დაუფიქსირებიათ,
შესაძლოა
იმაზე
მიანიშნებდეს,
რომ ლეოპარდი
ზაფხულსა და
შემოდგომაზე
ტოვებს
ვაშლოვანის
ეროვნული
პარკის
საზღვრებს და
სხვა მისთვის
უფრო
ხელსაყრელ
ტერიტორიას
აფარებს თავს.
ამ
მოვლენისა და
ლეოპარდის
ეკოლოგიის
სხვა ასპექტების
კვლევა ჩვენი
მომავალი
კვლევის
პრიორიტეტებია.
ლეოპარდის
მონიტორინგის
ერთ-ერთი
მეთოდი კვალის
ადგილმდებარეობის
დადგენა და
რუკაზე
გადატანა იყო.
ეს მეთოდი
ავსებდა
ფოტოხაფანგების
საშუალებით
მოპოვებულ
მონაცემებს
და უკეთეს წარმოდგენას
გვიქმნიდა, თუ
სად
მოძრაობდა ლეოპარდი.
ლეოპარდის
კვალი ვნახეთ
ვაშლოვანის
ეროვნული
პარკის
თითქმის მთელ
ტერიტორიაზე,
ჩრდილო-აღმოსავლეთ
ნაწილის
გარდა, სადაც
ანთროპოგენური
პრესი, სხვა
ტერიტორიებთან
შედარებით,
გაცილებით
მაღალია.
კვალის
ადგილმდებარეობიდან
ჩანს, რომ ლეოპარდი
გადაადგილებისას
აქტიურად
იყენებს
როგორც ქედის
ქიმებს, ისე
ფართო გაშლილ
ხეობებს.
ქედებზე
მოძრაობა
ცხოველს
საშუალებას
აძლევს,
აკონტროლოს
გარემო.
ხეობების მეშვეობით
კი
შეუმჩნევლად
გადაადგილდება
დიდ ფართობზე.
ლეოპარდის
მონიტორინგი
ვაშლოვანის
ეროვნულ
პარკში
გრძელდება.
დეტალური
ინფორმაციისათვის
შეგიძლიათ მიმართოთ
კონსერვაციის
პროგრამის
კოორდინატორს,
ირაკლი
შავგულიძეს: irakli.shavgulidze@nacres.org
|