|
კონკურსი გარემოსადცვით თემებზე მომუშავე ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის
პროექტი: „საქართველოს მტაცებლების კონსერვაციის პროექტი“
კონკურსის გამოცხადების თარიღი: 14 მარტი, 2012 წელი
ბოლო ვადა: 23 აპრილი, 2012
მიზანი:
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას
გარემოსდაცვითი, მდგრადი განვითარებისა და კონსერვაციის საკითხებზე კვალიფიციური
ჟურნალისტიკის წახალისებით და გამოავლინოს ნამუშევრები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი
პოზიტიური გავლენა მოახდინონ აუდიტორიაზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბეჭდვით, რადიო, ტელე და ონლაინ მედიის
წარმომადგენლებს, ასევე ბლოგერებს.
წარმოდგენელი ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- ეხებოდეს გარემოსდაცვით, მდგრადი განვითარების ან გარემოს კონსერვაციის
თემებს;
- იყოს დაბეჭდილი, გასული რადიო/ტელე ეთერით ან ხელმისაწვდომი ფართო
აუდიტორიისათვის ქართულ ენაზე ინტერნეტის საშუალებით;
- ნამუშევრები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2012 წლის 14 მარტიდან 2012 წლის 23
აპრილამდე პერიოდში;
- მიიღება როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური , და ასევე, ბლოგზე განთავსებული
ნამუშევრები.
ნამუშევრების წარმოდგენა:
- სატელევიზიო/რადიო სიუჟეტი უნდა მოგვაწოდოთ DVD-ზე ან CD-ზე ჩაწერილი, ან
გამოგვიგზავნოთ სიუჟეტის ბმული ელექტრონულ ფოსტაზე;
- ბეჭდვითი მედიის ჟურნალისტებმა უნდა წარმოადგინონ გაზეთის ან ჟურნალის ასლი,
სადაც მასალა გამოქვეყნდა, ან გამოგვიგზავნონ ნამუშევრის ფოტოასლი ელექტრონული
ფოსტის საშუალებით.
- ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მოწოდება შესაძლებელია ელექტრონულ
ფოსტაზე საკონკურსო მასალის ბმულის გამოგავნით.
ნამუშევრები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
public.relations@nacres.org
ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგეს:
- ბიომრავალფეროვნება (განსაკუთრებით ცხოველთა ველური სახეობები);
- დაცული ტერიტორიები;
- გარემოს ცვლილებები;
- მდგრადი განვითარება;
- ადგილობრივი ტრადიციები, კულტურა და გარემოს დაცვა.
ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- აქტუალობა და გავლენა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე;
- ორიგინალობა;
- ობიექტურობა;
- გამართული გადმოცემის სტილი;
- ნაშრომის სოციალური და ეკონომიკური კონტექსტი;
- მეცნიერული სიზუსტე.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგ პრიზებით:
პირველი ადგილისათვის - 1000 ლარი
მეორე ადგილისათვის - 700 ლარი
მესამე ადგილისათვის - 400 ლარი
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 23 აპრილი, 2012.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
public.relations@nacres.org
\
ტელ: 2 23 37 06; 2 53 71 25, 9 - დან 14 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
საკონტაქტო პირი: თამარ ბორცვაძე
|