ჯიხვის
სახეობების
კონსერვაცია
საქართველოში
დონორი: ფონდი
"თანამშრომლობა კრიტიკულ
მდგომარეობაში
მყოფი
ეკოსისტემების
შენარჩუნებისთვის"
ბუნების
დაცვის
მსოფლიო
ფონდის
კავკასიის ოფისი
პროექტის განხორციელების პერიოდი:
2005 - 2006
მთაში,
ძველ
სალოცავებზე,
დღესაც
შეიძლება ნახოთ
ჯიხვის რქები - საქართველოში
ჯიხვი
ოდითგანვე
წმინდა ცხოველად
ითვლებოდა,
მონადირეები
ხატს ჯიხვის რქებს
შეუთქვამდნენ
ხოლმე და ასე
შესთხოვდნენ
წყალობასა და
იღბალს.
წმინდა
ცხოველზე ნადირობასაც
თავისი
დაუწერელი
კანონები ჰქონდა,
ადამიანისა
და ბუნების
საუკუნოებრივი
ურთიერთობით
გაწონასწორებული
- მონადირეს
მძინარე ნადირისთვის
არ უნდა
ესროლა, ერთ
ჯერზე სამზე
მეტი ჯიხვის
მოკვლა დიდი
ცოდვა იყო...
მაგრამ მერე
და მერე ამ
კანონებს
აღარავინ
დაგიდევდათ...
XIX
საუკუნის
მეორე
ნახევარში
მოსახლეობაში
ცეცხლსასროლი
იარაღის
დაგროვებამ,
ანგარებაშეპარული
მწყემსებისა
და მოგებას
დახარბებულ
თუ აზარტს
გამოკიდებულ
მონადირეთა რაოდენობის
ზრდამ ჯიხვის
პოპულაცია
საგრძნობლად
შეამცირა.
კიდევ ერთი
დიდი საფრთხე
ჯიხვს XX
საუკუნის
ბოლოს
დაემუქრა,
როდესაც ქვეყანაში
შექმნილმა
მძიმე
ეკონომიკურმა
მდგომარეობამ
ბრაკონიერობის
სწრაფ
გავრცელებას
შეუწყო ხელი.
საქართველოში
ორი სახეობის
ჯიხვია
გავრცელებული:
აღმოსავლეთკავკასიური
(Capra cylindricornis) და
დასავლეთკავკასიური
(Capra caucasica). დიდი
კავკასიონი
ერთადერთი
ადგილია მთელ
მსოფლიოში,
სადაც ჯიხვი
ბინადრობს.
ჯიხვის
პოპულაცია,
რომელიც,
არქეოლოგიური
მონაცემების
მიხედვით,
კავკასიონის
ქედზე ჯერ კიდევ
პალეოლითის
ეპოქაში
არსებობდა, XXI
საუკუნეში
ადამიანმა
ლამის
გადაშენების
პირას მიიყვანა.
პროექტით
- "ჯიხვის სახეობების
კონსერვაცია საქართველოში",
"ნაკრესმა" დაასრულა საქართველოში
ჯიხვის
შესახებ
არსებული სამეცნიერო
მასალის
ანალიზი.
ასევე
დასრულდა ექსპედიცია
ცენტრალურ,
აღმოსავლეთ
და დასავლეთ
კავკასიონზე,
რომლის
შედეგადაც
შეგროვდა
ახალი საველე
მონაცემები
ჯიხვის
მეტაპოპულაციური
და ჰაბიტატის
ვარგისიანობის
ანალიზებისათვის,
შეფასდა
ჯიხვის
გავრცელების
არეალის
მდგომარეობა
და
გამოვლინდა
ის
საფრთხეები
(ნადირობა/ბრაკონიერობა,
ძოვება,
უკონტროლო
ტურიზმი), რაც
ხელს უწყობს
ჯიხვის
პოპულაციის
შემცირებას.
ყველაზე
დიდი საფრთხე
ნადირობაა.
უნდა ითქვას,
რომ ბოლო
ხანებში
გახშირდა
ჯიხვებზე ვერტმფრენებით
ნადირობა,
რასაც
ვანდალიზმი
უფრო ჰქვია.
საველე
მუშაობისა და
მონაცემთა
ანალიზის შედეგად,
"ნაკრესმა" მოამზადა
აღმოსავლეთკავკასიური
და
დასავლეთკავკასიური
ჯიხვის მდგომარეობის
შეფასების
ამსახველი
დოკუმენტი და
კონსერვაციის
სამოქმედო
გეგმის წინასწარი
ვარიანტი.
"ნაკრესმა" გამართა
საგანგებო
სემინარი, რომელზეც
განხილულ
იქნა
აღნიშნული
დოკუმენტი, დასახულ
იქნა
კონკრეტული
ქმედებები,
რის საფუძველზეც
კონსერვაციის
სამოქმედო
გეგმის
საბოლოო
ვარიანტი
შემუშავდება.
ამასთან,
პროექტით
გათვალისწინებულია,
სახელმწიფოებრივ
დონეზე
მომზადდეს
ბონის
კონვენციის
დანართში
ჯიხვის
აღმოსავლეთკავკასიური
და
დასავლეთკავკასიური
სახეობების
შეტანის
წინადადება.
დეტალური
ინფორმაციისათვის
შეგიძლიათ მიმართოთ
პროექტის კოორდინატორს,
ნათია
კოპალიანს: natia.kopaliani@nacres.org
|