ENG 
 
 

თავფურცელი


"ნაკრესის" პოზიცია წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობის დაშვების შესახებ

19 იანვარი, 2012 წ.

ბოლო დროს განხორციელებული საკანონდებლო ცვლილებებით, საქართველოში ნებადართული გახდა წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებზე ნადირობა, მათ შორის იმ სახეობებზეც, რომლებიც გადაშენების კრიტიკული საფთხის წინაშე თავის დროზე სწორედ ნადირობის შედეგად აღმოჩნდნენ.

ვრცლად

"ნაკრესის" პოზიცია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ნადირობის კვოტების შესახებ

19 იანვარი, 2012 წ.

2012 წლის 10 იანვარს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გამოაქვეყნა სანადირო სახეობების მოპოვების კვოტები 2012 წლისთვის: „ნუტრია – 194 ცალი, კურდღელი – 615 ცალი, მაჩვი, – 168 ცალი, ტყის კვერნა – 157 ცალი, ქვის კვერნა – 157 ცალი, მგელი – 120 ცალი, ტურა – 1453 ცალი, მელა – 162 ცალი, ტყის კატა – 77 ცალი, გარეული ღორი – 189 ცალი, შველი – 417 ცალი, ენოტი – 96 ცალი, ხოხობი – 416 ცალი, კაკაბი – 713 ცალი, დურაჯი – 50 ცალი“.

ვრცლად

"ნაკრესის" მიმართვა საქართველოს პარლამენტს

გარეული ცხოველების გარემოდან ამოღების (მათ შორის, ნადირობის) წესებსა და პროცედურებში ცვლილებების კანონპროექტის შესახებ

„ნაკრესი“ მიესალმება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ინიციატივას, სამართლებრივად დარეგულირდეს და მოწესრიგდეს ნადირობა. ეს ინიციატივა მიუთითებს, რომ ხელისუფლება უკვე აღიარებს ცხოველთა სამყაროს მონეტარულ ფასეულობას, რაც ბრაკონიერობაზე კონტროლის გამკაცრების იმედს გვაძლევს.

ვრცლად

ფოტოხაფანგის ახალი კადრები

სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) და საერთაშორისო ორგანიზაცია „ფაუნა და ფლორასთან“ (FFI) ერთად, აგრძელებს ლეოპარდისა და ფოცხვრის კვლევას ფოტოხაფანგების მეშვეობით. კვლევა მიმდინარეობს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებსა და ჭაჭუნას აღკვეთილის მიმდებარედ. ჩვენი ძირითადი მიზანია ლეოპარდის ახალი ფოტოს გადაღება და ფოცხვრის აღრიცხვა სემიარიდულ ეკოსისტემაში. ამა წლის მარტში საკვლევ ტერიტორიაზე 50 ფოტოხაფანგი დავაყენეთ და უკვე პირველი შედეგებიც გვაქვს.

იხილეთ ასევე

ახალი მონაცემები თუშეთიდან

"ნაკრესმა", WWF-მა და დაცული ტერიტორიების სააგენტომ წამოიწყეს ერთობლივი კვლევა თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე. კვლევის მიზანი ამ ტერიტორიაზე ლეოპარდის არსებობის დამადასტურებელი ფაქტების მოძიებაა. პირველი საველე სამუშაოები ზაფხულში ჩატარდა. ივლისის თვეში თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე 11 ხაფანგი დავამონტაჟეთ. სექტემბერში ფოტოხაფანგები შევამოწმეთ და ასეთი შედეგი მივიღეთ:

ფოტოხაფანგებმა ამ ტერიტორიის ბინადარი ცხოველების საკმაოდ ბევრი ფოტო გადაიღო: ნიამორი - 75, მგელი - 15, დათვი - 5, შველი - 2, ჯიხვი - 3, შურთხი - 10. სამწუხაროდ, ამ ტერიტორიაზე ლეოპარდი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

იხილეთ ასევე

Get the Flash Player to see this player.

Get the Flash Player to see this player.


მაჩვზღარბა - პირველი კადრები

ეს არის პირველი დოკუმენტური მასალა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე მაჩვზღარბის არსებობას. კადრები "ნაკრესის" ვიდეოხაფანგმა გადაიღო მდინარე ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე.
უფრო ვრცლად

Get the Flash Player to see this player.


წავი ფოტოხაფანგის ობიექტივში

"ნაკრესი" საქართველოში ევრაზიული წავის კვლევას აგრძელებს. წავის კვლევა-კონსერვაციის პროექტზე მუშაობა სახეობათა კონსერვაციის ცენტრმა 2004 წლიდან დაიწყო. ამჟამად აღმოსავლეთ საქართველოში ვმუშაობთ, მდინარე ალაზნის მიმდებარე ტერიტორიებზე. და, აი, "ნაკრესის" ფოტოხაფანგმა საქართველოში პირველად გადაიღო წავი ბუნებაში.

Get the Flash Player to see this player.

 

სახეობათა კონსერვაციის ცენტრი არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა საქართველოში 1989 წელს. ცენტრის ძირითადი მიზანია ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენის ხელშეწყობა. ცენტრის საქმიანობა ეფუძნება სამეცნიერო კვლევებს და  ხორციელდება საქართველოს რეგიონებში ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების წახალისების, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების და ბუნების დაცვით საქმიანობაში მათი ინტენსიური ჩართვის საშუალებით.

 
 

სხვდასხვა

 წლიური ანგარიში 2010
 პოზიცია:
 მიმდინარე პროექტები:

 

საკონტაქტო ინფორმაცია: აბაშიძის ქ. #12, საფოსტო ყუთი 20, 0179, თბილისი, საქართველო; ტელ: (+995-32) 2 23 37 06, ფაქსი: (+995-32) 2 53 71 24
ელ. ფოსტა: public.relations@nacres.org
Copyright © NACRES. All rights reserved.
All photos were taken by members of NACRES staff

Created by WebMix