საკონსულტაციო
მომსახურება:
ვაშლოვანის ეროვნული
ნაკრძალისა
და ეროვნული
პარკის, ლაგოდეხის
ნაკრძალისა
და
აღკვეთილის,
თუშეთის
ნაკრძალისა
და ეროვნული
პარკის,
ბაწარა-ბაბანეურის
ნაკრძალისა
და ილტოს
აღკვეთილის და
დაცული
ტერიტორიების
დეპარტამენტის
თანამშრომელთა
მომზადება
ველური
ბუნების
აღრიცხვისა
და მიღებული
მასალის
ანალიზისათვის
დონორი:
მდგრადი
განვითარების
პროექტების
განმახორციელებელი
სააგენტო /
მსოფლიო
ბანკი
პროექტის განხორციელების პერიოდი:
2006-2007
მიმდინარე
წლის
ზაფხულში "ნაკრესმა" მდგრადი
განვითარების
პროექტების
განმახორციელებელი
სააგენტოს
მიერ მსოფლიო
ბანკის
პროექტის
ფარგლებში
გამოცხადებულ
ტენდერში
გაიმარჯვა და
საკონსულტაციო
მომსახურების
განხორციელება
დაიწყო.
საკონსულტაციო
მომსახურება
დაცული
ტერიტორიების
თანამშრომელთათვის
ტრენინგების
ჩატარებას
ისახავს
მიზნად. ეს ტრენინგები
ოთხ დაცულ ტერიტორიას
მოიცავს:
ვაშლოვანის
ეროვნული პარკი,
ლაგოდეხის
ნაკრძალი,
ბაწარა-ბაბანეურის
სახელმწიფო
ნაკრძალი და
ილტოს
აღკვეთილი,
თუშეთის
ეროვნული
პარკი.
თემა
ბიომრავალფეროვნების
მონიტორინგია,
ტრენინგების
კურსი
ითვალისწინებს
ველზე მონაცემების
მოპოვების
მეთოდიკისა
და
ტექნოლოგიების
ათვისებას,
შეგროვილ
მონაცემთა
ინტერპრეტაცია-დამუშავებას.
პროექტით
ორი ტიპის
ტრენინგია
დაგეგმილი: 1. არასაველე
თეორიული
ტრენინგები
(როგორ უნდა ვაწარმოოთ
ბიომრავალფეროვნების
მონიტორინგი);
2. საველე
ტრენინგები.
თეორიული
ტრენინგები,
რომლებშიც
დაცული
ტერიტორიების
თანამშრომლებთან
ერთად დაცული
ტერიტორიების
დეპარტამენტის
თანამშრომლებიც
მიიღებენ
მონაწილეობას,
უახლოეს
ხანებში გაიმართება.
ამჟამად
მიმდინარეობს
საველე
ტრენინგები "ნაკრესის" ხელმძღვანელობით.
ტრენინგები
ჩატარდა ლაგოდეხის
ნაკრძალში,
თუშეთის
ეროვნული პარკის
პეროზას
უბანზე და
ბაწარა-ბაბანეურის
ნაკრძალის
ტერიტორიაზე.
მალე
ტრენინგებს ვაშლოვანის
ეროვნულ
პარკშიც
ჩაატარებენ.
ეს
ტრენინგები
ძირითადად
ველზე
მომუშავეთათვის,
დაცული
ტერიტორიების
მცველებისთვისაა
გათვალისწინებული
და
ბიომრავალფეროვნების
მონიტორინგისთვის
საჭირო
მონაცემთა
შეგროვების
აუცილებელი
ყველა
ასპექტის
მიმოხილვას
მოიცავს.
ნიშანდობლივია,
რომ ამ
ტრენინგების
წყალობით
დაცული
ტერიტორიების
მცველებმა
რუკებზე
მუშაობა,
ველზე
მონაცემთა
შეგროვებისათვის
საჭირო
სხვადასხვა
ხელსაწყოების
გამოყენება
და, რაც მთავარია,
ფოტოხაფანგების
დამონტაჟება-მოხმარება
ისწავლეს, რაც
უახლოეს
მომავალში
დაცულ ტერიტორიებზე
ბიომრავალფეროვნების
თანამედროვე
მეთოდიკით
კვლევას
შეუწყობს
ხელს.
დაცული
ტერიტორიების
თანამშრომელთა
დასახმარებლად
პროექტით
ასევე
დაგეგმილია
ბიომრავალფეროვნების
მონიტორინგის
ორნაწილიანი
სახელმძღვანელოს
გამოცემაც.
სახელმძღვანელოს
სამუშაო
ვერსია "ნაკრესს" უკვე
მომზადებული
აქვს.
დეტალური
ინფორმაციისათვის
შეგიძლიათ მიმართოთ
კონსერვაციის
პროგრამის
კოორდინატორს,
ირაკლი
შავგულიძეს:
irakli.shavgulidze@nacres.org
|