ეროვნული
ბიომრავალფეროვნების
სტრატეგიისა
და
მოქმედებათა
გეგმის
დანერგვის
პროგრამა -
საერთაშორისო
კონვენციები
და ადგილობრივი
თემები
პროექტის
ფინანსურ
მხარდაჭერას
უზრუნველყოფს
ფონდი
-
თანამშრომლობა
კრიტიკულ
მდგომარეობაში
მყოფი
ეკოსისტემების
შენარჩუნებისთვის
(CEPF) [1]
პროექტის
მიმოხილვა
ბოლო 10-15 წლის მანძილზე არსებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა საგრძნობი გავლენა მოახდინა საქართველოს სახეობებსა და ბუნებრივ ჰაბიტატებზე. ბიოლოგიური რესურსების არამდგრადი გამოყენება (ინტენსიური ბრაკონიერობა და ჰაბიტატის განადგურება), სხვადასხვა მიზეზების გამო, სახეობების რიცხოვნობის შემცირების და ეკოსისტემების მთლიანობის დარღვევის უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს. თუმცა, ძირითად განმაპირობებელ მიზეზებად შეიძლება დასახელდეს: კანონის დანერგვის შეზღუდულობა, საზოგადეობის ცნობიერების დაბალი დონე, სახელმწიფო რეგიონალური გარემოსდაცვითი დაწესებულებების შეზღუდული შესაძლებლობები, საზოგადოებისთვის ინფორმაციისა და ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისათვის საჭირო საშუალებების არარსებობა და ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული არასამთავრობო სექტორის განუვითარებლობა საქართველოს რეგიონებში.
კანონის დანერგვის შეზღუდულობა საგრძნობ გავლენას ახდენს ქვეყანაში, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შესაბამისი ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტების განხორციელებაზე. ხანდახან, სახელმწიფო და რეგიონალურ ბიუჯეტებს არ შესწევთ უნარი, საკმარისი მხარდაჭერა აღმოუჩინონ ამ სტრატეგიების დანერგვას. თუმცა, ადგილზე სახეობებისა და ჰაბიტატების კონსერვაციაზე ორიენტირებული კანონების დაცვის სტიმულირება, შესაძლებელი იქნებოდა, ადგილობრივ სახელმწიფო დაწესებულებებს რომ ჰქონოდათ საკმარისი უნარი, ცნობიერება და სურვილი, ჩაერთოთ ადგილობრივი თემები კონსერვაციული პრობლემების (ადგილობრივი ბიუჯეტების თანამონაწილეობრივი დაგეგმარეგის ჩათვლით, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის კომპონენტებთან ერთად) გადაჭრისკენ მიმართულ საქმიანობებში. მეორე მხრივ, ადგილობრივ ხელისუფლებებს არ გააჩნიათ რეგიონისთვის დამახასიათებელი, სპეციფიკური საკითხების მოგვარებისთვის საჭირო, ხელმძღვანელი პრინციპები, ვინაიდან საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმიდან წარმოშობილი ადგილობრივი სახეობების კონსერვაციის კონკრეტული სტრატეგიები არ არსებობს.
არარსებული ან
სუსტი ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული არასამთავრობო სექტორი რეგიონებში ძლიერ
აფერხებს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შესაბამისი ეროვნული სტრატეგიების (კერძოდ, სახეობებისა და ჰაბიტატების კონსერვაციული ღონისძიებების) განხორციელებას ადგილზე. არასამთავრობო სექტორის შეზღუდული უნარი,
შეასრულოს შუამავლის როლი და იმოქმედოს საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად, კიდევ
უფრო მეტად
აღრმავებს ადგილობრივ ხელისუფლებასა და თემებს შორის
არსებულ უფსკრულს.
ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული არასამთავრობოების ორგანიზაციული განვითარების დონე მრავლისმეტყველი არ არის. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან არცერთს არ გააჩნია არც უნარი და არც ტექნიკური აღჭურვილობა იმისათვის, რომ დაამყაროს კავშირი ერთმანეთთან, მოახდინოს ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, განხორციელებული ქმედებების შესახებ და იმოქმედოს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში ეროვნულ, თუ ადგილობრივ დონეზე. საუბარიც კი ზედმეტია იმაზე,
რომ გარემოსდაცვით ორგანიზაციებს კიდევ
უფრო ნაკლები გამოცდილება აქვთ ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში, თუმცა,
მათი ენთუზიაზმი უთუოდ
იმსახურებს აღნიშვნას.
ცნობიერების დაბალი დონე თემებში პირდაპირ განაპირობებს ზემოთაღწერილ სიტუაციას. რეგიონში მიმდინარე კომერციული ხასიათის პროექტების უმრავლესობა (როგორც სახელმწიფო, ასევე
კერძო) ხშირად არ ითვალისწინებს სახეობებისა და ჰაბიტატების კონსერვაციის საკითხებს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ადგილობრივ მოსახლეობამ არ იცის ბიომრავალფეროვნების ფასი და/ან არ გააჩნია უნარი,
მოახდინოს მობილიზება გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღების მოსათხოვნად ან აწარმოოს მონიტორინგი მიმდინარე ქმედებებზე. პარალელურად, არსებობს კონსერვაციული ინიციატივების მოდელის საჭიროება, რაც წარმოშობდა ადგილობრივ სტიმულებს ქვეყნის სხვა ადგილებში და მოახდენდა იმის დემონსტრირებას, რომ მცირე თანხებითაც კი შესაძლებელია საგრძნობი სხვაობის მიღწევა, თუკი მას თან ახლავს ძლიერი მოტივაცია და ადგილობრივი მობილიზაცია.
ამის
საპასუხოდ, NACRES
იწყებს ორწლიანი
პროექტის "ეროვნული ბიომრავალფეროვნების
სტრატეგიისა
და
მოქმედებათა
გეგმის
დანერგვის
პროგრამა -
საერთაშორისო
კონვენციები
და ადგილობრივი
თემები" განხორციელებას.
აღნიშნული
პროექტის
მიზანია, ხელი
შეუწყოს
ბიომრავალფეროვნების
კონსერვაციას
საქართველოში,
ადგილობრივი
არასამთავრობო/თემზე
დაფუძნებული ორგანიზაციების
განვითარებისა
და მათი ჩართვის
საშუალებით,
შემდეგი
ღონისძიებების
თანამონაწილეობრივ
დაგეგმარება/განხორციელებაში:
- მექანიზმების
გაძლიერება
ადგილზე,
სახეობების
და
ჰაბიტატების
კონსერვაციული
საქმიანობების
განხორციელებისათვის,
როგორც ეს
განსაზღვრულია
ძირითადი
საერთაშორისო
კონვენციებისა
და
შესაბამისი
ეროვნული
სტრატეგიების
მიერ
და
- ეკონომიკური
განვითარების
პროექტების
უარყოფითი
გავლენის
შემსუბუქება
და მონიტორინგი
შერჩეულ
რეგიონებში.
პროექტის
ძირითადი სტრატეგიაა 12
არასამთავრობო/თემზე
დაფუძნებული
ორგანიზაციის
შესაძლებლობათა
გაძლიერება
და ეფექტურად
ფუნქციონირებადი,
ბიომრავალფეროვნებაზე
ორიენტირებული
ადგილობრივი
არასამთავრობო
სექტორის
ქსელის
განვითარება სვანეთის,
რაჭის,
ხევსურეთისა
და აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
სამიზნე
რეგიონებში,
ბიომრავალფეროვნების
გრძელვადიანი
კონსერვაციის,
რეგიონებში მიმდინარე
კომერციული
ხასიათის
პროექტების
მონიტორინგისა
და
ადგილობრივი
მოსახლეობის
ბიომრავალფეროვნებასთან
დაკავშირებული
ცნობიერების
ამაღლების
მიზნით.
[1] "ფონდი - თანამშრომლობა
კრიტიკულ
მდგომარეობაში
მყოფი
ეკოსისტემების
შენარჩუნებისთვის
წარმოადგენს
კონსერვაცია
ინტერნეშნლ-ის (Conservation International),
გლობალური
გარემოსდაცვითი
ფონდის (Global Environment Facility),
იაპონიის
მთავრობის,
მაკარტურის
ფონდის და
მსოფლიო
ბანკის
ერთობლივ
ინიციატივას.
ფონდის
მთავარი
მიზანია,
მსოფლიო სამოქალაქო
საზოგადოების
ჩართვა
ბიომრავალფეროვნების
შენარჩუნების
პროცესში."
|