ENG 
 
 



 
 

საქართველოს მტაცებლების კონსერვაციის პროექტი

პროექტის სრული სახელწოდება: "საქართველოს დაცული ტერიტორიების შესაძლებლობის გაუმჯობესება და ადგილობრივი თემის ჩართვა საქართველოს უნიკალური და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროცესში".

პროექტის სამუშაო სახელწოდება: საქართველოს მტაცებლების კონსერვაციის პროექტი

ძირითადი დონორი: ევროკომისია (EC)

განმახორცილებელი ორგანიზაციები: "ნაკრესი" (ადგილობრივი პარტნიორი) და (Fauna & Flora International წამყვანი ორგანიზაცია)

განხორციელების ვადები: ნოემბერი, 2008 – ნოემბერი, 2011

პროექტის მიზნები და ამოცანები: პროექტის ზოგადი მიზანია უნიკალური და გლობალური მნიშვნელობის მქონე სემიარიდული ლანდშაფტის დაცვა ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.

ძირითადი ამოცანაა თუშეთისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებსა და მათ შემოგარენში ძირითადი მსხვილი მტაცებელი ცხოველების კონსერვაციის ეფექტური მექანიზმების და შესაძლებლობების განვითარება.

მოსალოდნელი შედეგები და ამ შედეგების მიღწევისთვის საჭირო ქმედებები

1) დაცული ტერიტორიების და ადგილობრივი გარემოს დაცვის ინსპექციის შესაძლებლობების გაზრდის შედეგად, მნიშვნელოვანი ეკოსისტემების და სახეობების კონსერვაციული სტატუსის გაუმჯობესება.

1.1. ვაშლოვანის და თუშეთის დაცული ტერიტორიების და გარემოს დაცვის ინსპექციის ადგილობრივი სამსახურის საჭიროებათა შეფასება და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება;
1.2. დაცული ტერიტორიების საჭირო ტრენინგებით და რესურსებით უზრუნველყოფა;
1.3.დაცული ტერიტორიების და გარემოს დაცვის ინსპექციის ადგილობრივი სამსახურის ანტიბრაკონიერული სტრატეგიის დახვეწა და განახლებული სტრატეგიის ჩამოყალიბება;
1.4. დაცული ტერიტორიების ადგილობრივ მოსახელეობასთან ურთიერთობის სტრატეგიის განახლება და შემდგომი განხორციელების ხელშეწყობა;
1.5. დაცული ტერიტორიების და გარემოს დაცვის ინსპექციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის (გეგმის) განახლება და განხორციელება;
1.6. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების საბაზო კვლევისთვის დამატებითი საჭიროებების შეფასება;
1.7. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სტრატეგიის დახვეწა და შემდგომი განხორციელების ხელშეწყობა;
1.8. ვაშლოვანის ეროვნული პარკის და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მსხვილი მტაცებლების მონიტორინგის პროგრამის დახვეწა და მისი შემდგომი განხორციელება.

2) ადამიანსა და ველურ ბუნებას შორის კონფლიქტის შემცირების ეფექტური საშუალებების გამონახვა და მათი დანერგვის ინიცირება.

2.1. დაცულ ტერიტორიებზე ველურ ბუნებასა და ფერმერებს (მეცხვარეები, მესაქონლეები) შორის კონფლიქტის შესახებ საბაზისო კვლევის ჩატარება;
2.2. ველურ ბუნებასა და ადამიანებს შორის კონფლიქტის შესამცირებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
2.3. ადგილობრივი ვეტერინარული პრაქტიკის გაუმჯობესება.

3) მოსახლეობის შემოსავლების გაზრდა ისეთი გზებით, რაც ხელს შეუწყობს ეკოსისტემებისა და იშვიათი სახეობების მდგრადობის შენარჩუნებას და მათი კონსერვაციული სტატუსის გაუმჯობესებას. 3.1. დაცული ტერიტორიების შემოგარენში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება; 3.2. მცირე გრანტების პროგრამის განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციას და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას; 3.3. ეკოტურისტული საპილოტო პროგრამის განხორციელება.

4) ბიომრავალფეროვნების, მტაცებლების და კონსერვაციის მიმართ სამიზნე ჯგუფების დამოკიდებულების და წარმოდგენების გაუმჯობესება ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე

4.1. ადგილობრივი მოსახლეობის წარმოდგენების და დამოკიდებულების კვლევა;
4.2. ბიომრავალფეროვნების და მტაცებელი ცხოველების შესახებ ადგილობრივი თემის ცნობიერების ამაღლება მასმედიის საშუალებებით, სკოლებთან და თემებთან შეხვედრების გზით;
4.3. ბიომრავალფეროვნების და მტაცებლების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის განხორციელება.

5) პროექტის საქმიანობიდან მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, სახელმწიფო კანონმდებლობასა და ადგილობრივ პრაქტიკაში პოზიტიური ცვლილებების შეტანა

5.1. ანტიბრაკონიერული კანონ-პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
5.2. გარემოს დაცვის ინსპექციის ანტიბრაკონიერული სახელმწიფო სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება;
5.3. სემიარიდული ზონის მართვაში გამოცდილების გაზიარება რეგიონულ დონეზე;
5.4. პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: აბაშიძის ქ. #12, საფოსტო ყუთი 20, 0179, თბილისი, საქართველო; ტელ: (+995-32) 23 37 06, ფაქსი: (+995-32) 53 71 24
ელ. ფოსტა: public.relations@nacres.org
Copyright © NACRES. All rights reserved.
All photos were taken by members of NACRES staff

Created by WebMix