„სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიების“ ქსელის (ე.წ „ზურმუხტის ქსელი“) შექმნა „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ (ბერნის კონვენციის) მოთხოვნების შესრულების მნიშვნელოვანი ვალდებულებაა.

ზურმუხტის ქსელი წარმოადგენს ევროკავშირის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების ტერიტორიებზე არსებული „ნატურა 2000-ის“ ქსელის ანალოგს. მისი შექმნა ევალებათ ბერნის კონვენციაზე მიერთებულ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, რომელიც კონვენციის მონაწილე მხარე 2009 წელს გახდა.

ზურმუხტის ქსელის ჩამოყალიბება ასევე წარმოადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ სავალდებულო მოთხოვნას.

ქსელის ჩამოყალიბების ძირითადი მიზანია ევროპაში ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით ყველა მნიშვნელოვანი საიტის იდენტიფიცირება და მდგრადი მართვა. თითოეული ქვეყანა სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიების მდგრადი მართვისთვის ქმნის შესაბამის ლეგალურ ინსტრუმენტებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბერნის კონვენციით დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების გრძელვადიანი შენარჩუნება.

pdf-download-brochure-logoFunded EU+COE - Implemented COE quadri

SHARE