ევროპაში „ზურმუხტის ქსელის“ განვითარება 1989 წლიდან დაიწყო. ამ მხრივ, პირველი ნაბიჯები საქართველოში 2003 წელს გადაიდგა, თუმცა ძირითადი ქმედებები 2009 წლიდან სამ ეტაპად მიმდინარეობს. პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელია გარემოსა და ბუნებრივი რე სურსების დაცვის სამინისტრო, ხოლო სამეცნიერო ინფორმაციის შეგროვებასა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შედგენას ახორციელებს სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ნაკრესი

Screen Shot 2015-11-03 at 2.30.21 PMმიღებული შედეგების საბოლოო განხილვა მოხდება ე.წ. რეგიონულ ბიოგეოგრაფიულ სემინარზე, რომელსაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები დაესწრებიან. საბოლოო გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა ტერიტორიას „სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიების“ კანდიდატის სტატუსი, თანამონაწილეობრივი განხილვის საფუძველზე იღებენ სემინარში მონაწილე ექსპერტები და მთავრობის წარმომადგენლები. სამეცნიერო ინფორმაციისა და ბიოგეოგრაფიულ სემინარზე ჩატარებული განხილვის საფუძველზე, ყველა კანდიდატი საიტისთვის მზადდება ე.წ „მონაცემთა სტანდარტული ფორმა“, რომელიც წარედგინება ევროკომისიასა და ევროსაბჭოს.

Funded EU+COE - Implemented COE quadri

SHARE