„ნატურა 2000“ არის „ბუნების დაცვითი ტე-რიტორიების“ ქსელი, რომელიც მთელ ევრო-გაერთიანებას ფარავს. იგი შექმნილია ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი და მოწყვლადი სახეობებისა და ჰაბიტატების გრძელვადიანი კონსერვაციის უზრუნველსაყოფად და ევრო-კავშირის ბუნების დაცვის სისტემის ცენტრალური ელემენტია.

“ნატურა 2000-ის“ ქსელის შექმნა – მასში შემავალი ტერიტორიების შერჩევა და დეზიგნაცია – სავალდებულოა ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის და ეს პროცესი შესაბამისი ნორმატიული ბაზით რეგულირდება. ქსელის შექმნის იურიდიულ საფუძვლებს ქმნის ე.წ „ჰაბიტატების დირექტივა“ და „ფრინველთა დირექტივა“; აგრეთვე, „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენცია“ (ე.წ ბერნის კონვენცია).

“ნატურა 2000 -ის“ ქსელი შედგება ორი კატეგორიის ტერიტორიებისგან:

1. „ბუნების კონსერვაციის სპეციალური არეალები“ (Special Areas of Conservation –  (SAC)). ასეთი კატეგორიის ტერიტორიების შექმნა ხორციელდება „ჰაბიტატების დირექტივის“ მოთხოვნების შესაბამისად. ხშირად მათ ჰაბიტატების “საიტებსაც” უწოდებენ. ამ ტერიტორიების ძირითადი დანიშნულებაა ჰაბიტატების დირექტივაში მითითებული სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვა;

2. „სპეციალური დაცვის არეალები“ (Special Protection Areas – SPAs). ამ კატეგორიის ტერიტორიების ჩამოყალიბებას ქვეყნებს ავალდებულებს „ფრინველთა დირექტივა“. ამიტომ ხშირად მათ “ფრინველების საიტებსაც” უწოდებენ. შესაბამისად, მათი ძირითადი დანიშნულებაა ფრინველების დაცვა, კერძოდ, „ფრინველთა დირექტივაში“ მითითებული სახეობების (მათ შორის გადამფრენი ფრინველების) ჰაბიტატების დაცვა.

აღსანიშნავია, რომ „ნატურა 2000“ არ არის მკაცრად დაცული ტერიტორიების ქსელი, არამედ იგი წარმოადგენს „ბუნების დაცვითი ტერიტორიების“ ქსელს. კლასიკური დაცული ტერიტორიებისგან განსხვავებით, „ნატურა 2000-ის“ ქსელის საიტებზე, როგორც წესი, არ მოქმედებს მკაცრი რეგულაციები. საიტების უმრავლესობა შექმნილია კონკრეტული ჰაბიტატის ან სახეობის დასაცავად და, ევროკავშირში არსებული პრაქტიკის მიხედ-ვით, ქსელში შემავალი ტერიტორიების უმრავლესობაზე (რომელთა შორის შეიძლება იყოს კერძო საკუთრებაში არსებული მიწები) სამეურნეო საქმიანობა ჩვეულებრივ რეჟიმში ხორციელდება. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, აუცილებელიც გახდეს სამეურნეო ქმედებების ნაწილობრივი ან მთლიანი შეზღუდვა, რათა არ მოხდეს იმ სახეობებისა და ჰაბიტატების განადგურება, რომელთა დასაცავადაც შეიქმნა მოცემული საიტი. ამგვარ შეზღუდვებს ყოველთვის საიტზე მორგებული ხასიათი აქვს და არ ვრცელდება „ნატურა 2000-ის“ სხვა ტერიტორიებზე. ხაზგასასმელია, რომ სახეობებისა და ჰაბიტატების შენარჩუნება ყო-ველთვის არ არის შეუთავსებელი ეკონომიკურ საქმიანობასთან. მეტიც, გარკვეულ შემთხვევებში (მაგალითად ნახევრადბუნებრივ ჰაბიტატებში) შესაძლებელია, ადამიანის სამეურნეო საქმიანობა ხელს უწყობდეს ან აუცილებელიც კი იყოს საიტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და მოცემული სახეობისა თუ ჰაბიტატის შესანარჩუნებლად.

ruka„ნატურა 2000-ის“ ქსელი შეიძლება მოიცავდეს დაცულ ტერიტორიებსაც (როგორიცაა ნაკრ-ძალი, ეროვნული პარკი, აღკვეთილი, ბუნების ძეგლი და სხვ.), გათვალისწინებულია ისიც, რომ ევროპაში მიწების დიდი ნაწილი არის და იქნება კერძო მფლობელობაში და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიებისთვისაც იყოს უზრუნველყოფილი მდგრადი მართვა, როგორც ეკოლოგიური, ისე ეკონომიკური კუთხით. სწორედ, ამის გამო, “ნატურა 2000-ის“ ქსელი უფრო ფართოა, ვიდრე მკაცრად დაცული ტერიტორიების ქსელი.

როგორც აღვნიშნეთ, „ნატურა 2000-ის“ საიტები მოიცავს ე.წ „ჰაბიტატებისა“ და „ფრინველების“ საიტებს და ისინი დაჯგუფებულია ევროპის 9 ბიოგეოგრაფიული რეგიონის მიხედვით. „ნატურა 2000-ის“ ქსელი 26 000-ზე მეტ სახმელეთო და საზღვაო საიტს ითვლის და გადაჭიმულია ატლანტის ოკეანეში მდებარე კანარის კუნძულებიდან ფინეთის ლაპლანდიამდე. მისი საერთო ფართობი ევროკავშირის საერთო ფართობის 20%-ს აღემატება. «ნატურა 2000», ფაქტობრივად, მსოფლიოს უდიდესი ეკოლოგიური ქსელია, რომელიც ბიომრავალფეროვნების მხრივ გამორჩეული ტერიტორიებისგან შედგება, რომელთა მართვაც კოორდინირებულად, საერთო პრინციპების საფუძველზე ხორციელდება.

ქსელის შთამბეჭდავი ფართობისა და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი მართვის ერთიანი პრინციპების გამოყენების გამო, „ნატურა 2000“ წარმოადგენს ევროპის ე.წ „მწვანე ინფრასტრუქტურის“ ხერხემალს. ქსელი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკოსისტემური სერვისების მიწოდების თვალსაზრისითაც და ამით უზრუნველყოფს ევროპის მოსახლეობას სიცოცხლისათვის აუცილებელი ისეთი რესურსებით, როგორიცაა სუფთა წყალი და ჰაერი, ტყის მერქნული რესურსები, საკვები, ნაყოფიერი ნიადაგები და მრავალი სხვა. ამ სერვისების მონეტარული ღირებულება კოლოსალურია და მათი შენარჩუნება ევრო-კავშირის ერთიანი პოლიტიკის უმნიშვნე-ლოვანესი ელემენტია.

„ნატურა 2000-ის“ ქსელი ევროპული მოთ-ხოვნების გარდა, უზრუნველყოფს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ბიომრავალფეროვნების დაცვის კონვენციით“ დასმული ამოცანებისა და ვალდებულებების შესრულებასაც.

როგორ იქმნება „ნატურა 2000-ის“ საიტები?

„ნატურა 2000-ის“ ქსელში შესატანად ტერიტორიების შერჩევა და საიტების ოფიციალური დეზიგნაცია ევრო კავშირის შესაბამისი წევრი ქვეყნის მთავრობის კომპეტენცია და პასუ-ხისმგებლობაა. პირველ ეტაპზე ყველა ქვეყანა ვალდებულია გამოავლინოს ისეთი ტერიტორიები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჰაბიტატებისა და ფრინველების დირექტივებით გათვალისწინებული სახეობებისა და ჰაბიტატების დასაცავად. შედეგად, იქმნება ე.წ. კანდიდატი საიტების სია და თითოეულ მათგანზე იწყება დეტალური ინფორმაციის შეგროვება ‒ ე.წ „მონაცემთა სტანდარტული ფორმის“ შევსება. ამ ფორმაში მითითებულია ინფორმაცია კანდიდატი საიტის ფარგლებში გავრცელებული სახეობებისა და ჰაბიტატების შესახებ (რიცხოვნობა, გავრცელების არეალები, პოპულაციის სივრცული განაწილება, ჰაბიტატების ეკოლოგიური მდგომარეობა და ა.შ). სამეცნიერო მონაცემების შეგროვების შემდეგ, „მონაცემთა სტანდარტული ფორმა“ წარედგინება ევროკომისიას, რომლის ექსპერტები გადაამოწმებენ და შეაფასებენ მონაცემებს. თუ წარდგენილი ინფორმაცია შეესაბამება ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებს, ევროკომისია ადასტურებს რომ კანდიდატი საიტი პასუხობს „ნატურა 2000-ის“ მოთხოვნებს.

კანდიდატი საიტის „ნატურა 2000-ის“ ქსელის ნაწილად დეზიგნაცია ხდება შესაბამისი ქვეყნის ხელისუფლების მიერ და მისი მართვისა და სახარბიელო მდგომარეობაში შენარჩუნების პასუხიმგებლობა მთავრობას ეკისრება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ფარგლებში შექმნილია მექანიზმები (მათ შორის ფინანსურიც), რომლებიც ეხმარება წევრი ქვეყნების მთავრობებს მათ იურისდიქციაში არსებული „ნატურა 2000“-ის საიტების მართვაში. ევროკავშირის მიერ „ნატურა 2000-ის“ ქსელის განვითარებაში განხორციელებული ინვესტიციების ყოველწლიური მოცულობა 5,8 მილიარდ ევროს აღემატება.

Funded EU+COE - Implemented COE quadri

SHARE